ხაშურში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

გამოცემა მოზაიკას ცნობით, კაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ის მკურნალობას თბილისში აგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე 1 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.