ხაშურში 15 წლის ბავშვმა იმშობიარა

ხაშურში 15 წლის ბავშვმა იმშობიარა

ხაშურში 15 წლის ბავშვმა იმშობიარა - როგორც ფორმულას წყარო უყვება, არასრულწლოვანმა ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში იმშობიარა. ის მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ მოზაიკამ გაავრცელა. მოზაიკა წერს, რომ გოგო ადრეული ქორწინების მსხვერპლია და ის "არაოფიციალურად იყო დაოჯახებული".