
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ "ყველაფერი შესაძლებელია".
გდდ-ს ხელმძღვანელი Palitra News-ის ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, განიხილავს თუ არა თანამდებობის დატოვებას ახლა, პასუხობს: "არაფერი, არაფერი".
ის ამბობს, რომ "რა თქმა უნდა" არასწორია ინფორმაცია, თითქოს ახლა თანამდებობის დატოვებას განიხილავს.
***
დროებას სანდო წყარომ შეატყობინა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას, წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
წყაროს თანახმად, მას გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.