
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძისა და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები უკვე დადგინდა და ამ დროისთვის, მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა მიმდინარეობს.
"სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა. სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა. მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია.
უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან. ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.