ირაკლი წიგნაძე, რომელსაც გუშინ პოლიციამ ლეონიძის ქუჩაზე სასტიკად სცემა, დეტალებს აღწერს. მომხდართან დაკავშირებით წიგნაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო, კარგად ვარ, საშიში არაფერი არ მჭირს. იმდენი ადამიანისგან ისეთი მაგარი თანადგომა მივიღე, რო ამ რეალოობიდანაც 100% ვარ დარმწუნებული ყველაფერი კარგად იქნება. მართლა!
ამბავი იყო ესე:
ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი რო გაერათ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გაეარათ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა წავსულიყავი ზადნით, იმიტო რო ამათ გვერდიდან მოვლა არ უნდოდათ. ხან ერთი მოვარდა, ხან მეორე, მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვეუბნებოდი რო შეეძლოთ გაევლოთ გვერდიდან. ბოლოს ალბათ მივხდნენ რო სრულ სიდებილეს ჩალიჩობდნენ და რო მე არ გავიწეოდი, ამიტო დააპირეს მოვლა, მაგრამ ამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა მაინც ალბათ - ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თავის პაძელნიკს ეუბნება " ეს დედამოტ*ნული თუარ გაიწევა რა ვქნათ გავიდეთ ჩვენო". დიდად არ გავბრაზებულვარ მაგ კაცუნას გინებაზე მართალი რო ვთქვა, უბრალოდ არ მინდა ეგონოთ რო მაგათი მუსკულების და ნიღბების ვინმეს ეშინია, ამიტომ მეც შევაგინე.
ეგ იყო და გადმოხტა მთელი ჯგრო და დამიწყეს რტყმა. არც ხელი შემიბრუნებია და მემგონი მეტი აღარც შემიგინებია, მეცინებოდა ისეთი სახეებით და ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ და ასჯერ რო მცემეს მერე ავტობუსთან რო დავდექი კიდე ერთმანეთს ახტებოდნენ ვინმე უფრო მაგრა მაგინებდა შიგნიდან, მაგაზე დავცინი ვიდეოში.
ოღონდ საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ამათზე, თვითონ არ იციან სად არიან და რას ემსახურებიან და გონიათ რო კაცობენ რაღაცას. მთავარი პრობლემა არის ის ვინც ესენი აუშვა. ვერც რუსეთი და ვერც ვერანაირი კანონი ვერ დაგვაზიანებს ისე როგორც ეს ერთამენთის ჯიჯგვნა. უდიდესი სიბოროტეა ეხლა რის კეთებაზეც გადავიდნენ, ძალიან დიდი იმედი მაქვს რო არ გამოუვათ და ვერ გადაგვკიდებენ საბოლოოდ ერთმანეთს. ამ კანონს კიდე ვერ გაიტანენ!", - წერს წიგნაძე.
გვიან ღამით თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეონიძის ქუჩაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დააკავეს.
დაკავებების დროს მოქალაქე ლექსო სამხარაძე Facebook-ზე წერდა, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ცოლთან ერთად სცემეს. გარდა ამისა, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დაკავებისას პოლიცია მოქალაქეს სასტიკად უსწორდება.