ფინანსდება თუ არა მოქალაქეების ჯიბიდან კალაძის პიარი? თითქმის 20 მილიონი ლარი დახარჯა მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ 2018-2023 წლებში. ამ სამსახურისთვის ფინანსები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყოფა, მაგრამ ირკვევა, რომ სააგენტოს მიერ დამზადებული ვიდეოების უმეტესობა კალაძის საიმიჯო რგოლია, რასაც სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით.