
მედიაში ვრცელდება რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების პირადი საუბარი, რომელიც პირდაპირ ეთერში შემთხვევით მოხვდა. ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი საუბრობენ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ორგანოების გადანერგვამ უკვდავება უზრუნველყოს.
საუბარი ჩინეთის სახელმწიფო მედიის პირდაპირ ეთერში შემთხვევით, იმ დროს გავიდა, როცა ორი ლიდერი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, დელეგაციის სათავეში მიდიოდნენ და საუბრობდნენ.
მედიის თანახმად, პუტინი საუბრისას ამბობს, რომ "ბიოტექნოლოგია მუდმივად ვითარდება" და "ადამიანების ორგანოების რამდენჯერმე გადანერგვა შესაძლებელია. შეგიძლია მიაღწიო უკვდავებასაც".
ჩინეთის ლიდერი კი ამბობს, რომ "ზოგი ვარაუდობს, რომ ამ საუკუნეში ადამიანებმა შეიძლება 150 წლამდე იცოცხლონ".
მოგვიანებით პუტინმა მედიასთან დაადასტურა, რომ სი ძინპინთან ნამდვილად განიხილავდა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობას.