ვისაუბრეთ სამ პრიორიტეტსა და გამოწვევაზე, რომელიც აქვს გამარჯვების კოალიციას, ნაციონალურ მოძრაობას. წარმოუდგენელია კონკურენტუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როდესაც მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში. გიზიარებთ, რომ ჩვენ მივაწოდეთ 300-მდე იდენტიფიცირებული საარჩევნო უბანი, სადაც ოცნება ცალსახად აყალბებს და მანიპულაციების შედეგად ღებულობს 92%, 95%, 96%-ს, რაც ბუნებაში არ არსებობს.
ვიმსჯელეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობა და ის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ