ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, როცა საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და შემდეგ უკვე გაფორმდა 1991 წელს - არ დაგვავიწყდეს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია. ალექსანდრე კატუსოვი - არის ასეთი პროკურორი, რომელმაც 9 აპრილზე თქვა, რომ ყველაფერი იყო კარგად და ჩვენი გმირები იქით დაადანაშაულა. ეს კაცი ამ ყველაფრის შემდეგ მუშაობდა ბორის ივანიშვილის ბანკში და იყო ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი. გენერალი ლებედი, რომელიც ფაქტობრივად წინ მოუძღვებოდა რუსულ ტანკებს - აი ამ ლებედის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი იყო 1998 წელს ბიძინა ივანიშვილი... ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს - წადი!
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.