ხაბეიშვილი: გამოვდივართ ინიციატივით - საპენსიო ასაკი ყველასთვის გახდეს 60 წელი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია გამოდის ინიციატივით - დაიწიოს საპენსიო ასაკმა და გახდეს 60 წელი.
"მე პირადად მოვიარე ათეულობით მუნიციპალიტეტი, ვხვდები ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობას და მთავარი პრობლემა რაც აწუხებს ხალხს, რაზეც არ უსაუბრია ირაკლი ღარიბაშვილს, საუბარია იგივე საპენსიო ასაკის დაწევაზე, რომელი ინიციატივითაც გამოვდივართ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა
და ვამბობთ შემდეგს, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის გახდეს 60 წელი."- ამბობს ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილი ასევე საუბრობს, რომ უნდა დაწესდეს მინიმალური პენსია, რომელიც უნდა შეადგენდეს 400 ლარს.
"60 წელი, რომ გახდება საპენსიო ასაკი მინიმალური პენსია უნდა დაიწყოს 400 ლარიდან და არა ის, რომ 70 წლის შემდეგ გაგეზრდებათ თურმე პენსია და ამასობაში, კონკრეტული სტატისტიკა არსებობს სადაც საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა არის შემცირებული. საშუალოდ, 72 წელს ცხოვრობს ქართველი."- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.