ქედაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.