ქართველი მეზღვაურის თქმით, მურმანსკის ოლქში გემზე ფსბ ავიდა და ზეწოლით ქართველები დაკითხა

ქართველი მეზღვაურის თქმით, მურმანსკის ოლქში გემზე ფსბ ავიდა და ზეწოლით ქართველები დაკითხა

ქართველი მეზღვაური გიორგი ნაგერვაძე თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ მურმანსკის პორტში გემზე ფეესბე ავიდა და ზეწოლით ქართველების დაკითხვა დაიწყო.

ის ამბობს, რომ ფეესბე მათ 6 საათის განმავლობაში კითხავდა. ეკითხებოდნენ, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, დაუწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე ყოფნის დროს, აქციაზე სიარულში ფულს რამდენს იღებს, რატომ არ აქვს რუსეთის მხარდამჭერი ვიდეოები და ა.შ.

ფორმულა მის პოსტს სრულად გთავაზობთ:

"მოგესალმებით ყველას, ეს პოსტი ეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს და მითუმეტეს მეზღვაურებს. მურმანსკის პორტში ვიყავით რუსეთში.ამოვიდა გემზე ფეესბე,ქართველები ერთად შეგვკრიბეს,შემდეგ ყველა თავის კაიუტაში წაგვიყვანეს. 1 საათი დამკითხეს,ტელეფონი გამომართვა შეამოწმა ყველაფერი,რაღაც სპეციალური კოდი აქვთ და იმ კოდით ძვრებიან ყველგან. მინახეს 2022 წელს ნაყურები რუსეთი უკრაინის ომის ვიდეოები,აქციის ვიდეოები, რუსკი კარაბლ იდი ნა ხუი და ეგეთები.

აქციის სურათები და ასე შემდეგ. მე საერთოდ არ მახსოვდა 2022 წელს რას ვუყურე და რა დავალაიქე. რომ გამხსენებოდა კი წავშლიდი მაგრამ არ გამახსენდა. შემდეგ წამიყვანეს ფეესბეს შენობაში, ჩამკეტეს ოთახში, დამაყენეს გამხადეს წელს ზემოთ,სურათები მიღეს,თითის ანაბეჭდები ამიღეს,შემდეგ ისევ ჩამკეტეს და 1 საათში ისევ მოვიდნენ კამერით და დამიწყეს დაკითხვა. 6 საათის განმავლობაში მკითხავდნენ თან იწერდნენ.

ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. კითხვები იყო ასეთი : რუსეთი უკრაინის ომში რუსეთს ვუჭერ მხარს თუ უკრაინას, მყავს თუ არა უკრაინაში ნათესავები , ბოლოს როდის გადავრიცხე ფული უკრაინის დახმარების ფონდში, პუტინი მიყვარს თუ არა, ზელენსკის ვუჭერ მხარს თუ არა, ვისი ბრალია უკრაინა რუსეთის ომი, 2008 წელს საქართველო რუსეთი ომის დროს მინდოდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოში ყოფნის დროს აქციაზე ხშირად ვიძახი პუტინ ხუი ლოს თუ არა, დამიწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე ყოფნის დროს,აქციაზე რომ დავდივარ ფულს რამდენს ვიღებ, რატომ არ მაქვს რუსეთის მხარდამჭერი ვიდეოები, დედაჩემი ვინაა ჩემი ცოლი ვინაა, ვეწევი თუ არა მარიხუანას ან ჩემი ცოლი ეწევა თუ არა.

აფხაზეთი საქართველოა თუ არა, რუსეთი ოკუპანტია თუ არა. ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. ფსიქოლოგიაზე მირტყამდნენ რომ რამე მეთქვა ავყოლოდი საბაბი მიმეცა რომ გაველახე.იწეოდნენ ჩემკენ ნაგლურად დამცინავად მელაპარაკებოდნენ. აქ ბევრი ქართველები გვყავდა და ზოგ ზოგიერთებს ფეხები დავატეხეთო მეუბნებოდნენ. შენც ჭკუით იყავი თუ გინდა აქედან გახვიდეო.ვცდილობდი არ ავყოლოდი რადგან ვერავინ ვერ მიშველიდა.მინდოდა რომ იქიდან გამოვსულიყავი თავი დამეღწია.

შემდეგ წამიყვანეს სხვა ოთახში ხელი მომაწერინეს რაღაცებზე, ისეთი რაღაცები დაწერეს რაც არ მიქნია. შენ 32 წლის ხარო და ახლა 50 წლიანს მოგცემთ და 50 წელში 82 კი იქნებიო, ლამის გული გამიჩერდა მეთქი 50 წელი ციხეში მიშვებენ თქო. შემდეგ კი მეუბნება უფროსი: მაგრად გაგიმართლა რომ აქედან გიშვებთო და 50 წლიან დეპორტს გაძლევთო. მოკლედ 50 წლიანი დეპორტი მომცეს და დამაბრუნეს გემზე.მაგრად მაწვალეს.

ვფიქრობდი გემზე აღარ დამაბრუნებენ მეთქი. მე რაც იქ ვიწვალე სხვამ არ მინდა იგივე გაიაროს იმიტომ რომ შეიძლება ვერ გაუძლოს და ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს. ჩვენ სანამ შევიდოდით პორტში მანამდე 4 ქართველი წაუყვანიათ ისე უცემიათ რომ საავადმყოფოში წაუყვანიათ.ასე რომ კიდევ კარგად გავუძელი წნეხს.ახლა კარგად ვარ,გამოვედით რუსეთიდან,დიდება საქართველოს აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა",- წერს მოქალაქე.