ემიგრანტების პროტესტი ისრაელში. "ვითხოვთ არ წაერთვათ ხმის მიცემის უფლება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს" - ამ მოწოდებით პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება. საქმე ისაა, რომ საგარეო საქმეთა სამინიტრომ ცესკოს წერილობითი მოთხოვნით მიმართა და ციტატა - “ისრეალში არსებული ვითარებიდან გამომდინარე", ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი საარჩევნო უბნის გაუქმებაზე მსჯელობისკენ მოუწოდა. ემიგრანტები ისრაელიდან ამბობენ, რომ ქვეყნის ცენტრში, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს არ მოქმედებს არავითარი შეზღუდვა.