საზეპიროები ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ოკუპანტებში სულ უფრო პოპულარული ხდება. მას შემდეგ, რაც გაეროში რუსეთის წარმომადგენლმა საქართველოს მმართველი პარტიის ხედვა აგვისტოს ომზე არგუმენტად გამოიყენა, პუტინის თანაშემწის რეაქციამაც არ დააყოვნა. ივანიშვილის ოცნების ოფისიდან მიღებული გზავნილებით, ნიკოლაი პატრუშევი ასკვნის, თითქოს, ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათი გასაჭირი ამერიკელების ბრალია. ფაქტია, მოსკოვში აჟიტირებასა და სიხარულს ვერ მალავენ იმის გამო, რომ თბილისის ორიენტირები არეულია. საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა რუსეთის პასუხისმგებლობაზე საუბრის ნაცვლად, ისევ პარტნიორებს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, უფრო მეტიც, ივანიშვილის გუნდი, ხელისუფლებაში ყოფნის მეთორმეტე წლის თავზე, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების გასამართლების გეგმის წარდგენას აანონსებს.