ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. მთავრობის დამტკიცებას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობაიხძემ სამთავრობო პროგრამა წარადგინა, სახელწოდებით - "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ".
მინისტრთა კაბინეტი ასეთია:
- პრემიერი - ირაკლი კობახიძე
- საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი
- იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი
- თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი
- ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე
- შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი
- კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე
25 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა ჩაატარა.