
ქართული ოცნება ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს აუქმებს. შესაბამისი ბრძანება ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა, მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
დადგენილების მიხედვით, ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ საგარეო საქმეთა სამინისტრო განისაზღვრება.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება 1 ივლისიდან NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ხურავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად, ცენტრი სამინისტროს უერთდება.