საგარეო NATO-EU-ს ცენტრზე: რეორგანიზაციის შედეგად უერთდება სამინისტროს

საგარეო NATO-EU-ს ცენტრზე: რეორგანიზაციის შედეგად უერთდება სამინისტროს

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი სამინისტროს შეუერთდება.

"რეორგანიზაციის შედეგად უერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს", - უთხრეს უწყებაში ფორმულას.

ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელმა, თემურ სუყაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება ცენტრს ხურავს.

მის მიერ გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ცენტრი 1 ივლისიდან გაუქმდება.