პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს დანიშნული მანიფესტაციის დეტალებზე საუბრობს

პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს დანიშნული მანიფესტაციის დეტალებზე საუბრობს

პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს გასამართ მასშტაბურ საპროტესტო მანიფესტაციის დეტალებზე ისაუბრა.

მან ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ თბილისში საპროტესტო ტალღას 4 ლოკაცია ექნება, ხოლო აქციების დამატებით ადგილებად, ამ დროისთვის, სამეგრელო და აჭარაც მოიაზრება.

მან დაამატა, რომ აღნიშნული მანიფეატაციის დამატებით დეტალებზე განმარტებას ლევან ხაბეიშვილი სექტემბრის შუა რიცხვებში გააკეთებს.

"ჩვენ ხელმძღვანელები გვყავს დარგობრივად. სექტემბრის შეუა რიცხვებში ლევან ხაბეიშვილი გამოვა და გეტყვით რა მოხდება. ამ დროსნჩვენ უკვე გვეცოდინება რა მოხდება 4 ში და შემდეგ.

4-ში არ გვექნება მხოლოდ ერთი ლოკაცია, მაგალითად რუსთაველი. თბილისში იქნება 20000-30000 ადამიანი სხვადასხვა ლოკაციებზე. ასევე იქნება რაიონებში, ამაზე ჯერ არ ვართ შეჯერებული, მაგრამ სამეგრელო და აჭარა მოიაზრება.

"ოცნების" მმართველობის გაგრძელება არ შეიძლება. 4-ში ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ. დამატებით დეტალებს კი სექტემბრის შუა რიცხვებში გავიგებთ", - განაცხადა ბურჭულაძემ ფორმულას ეთერში.