ქართული ოცნება დაინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენს. ბიუროს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
პროცესს ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი.
ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 11 ივლისს დააინიცირა. კანონპროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, კანონპროექტი "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება".
"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ამზადებდა კანონის პროექტს ამნისტიის შესახებ, რომლის მიზანიც იქნებოდა პატიმართა რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება.
დღეს მინდა, საზოგადოებს განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქცია ქართულმა ოცნებამ დააინიცირა დაბალანსებული ამნისტიის პროექტი, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება და იმავდროულად:
იონათამიშვილის თქმით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთან, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.
იონათამიშვილის თანახმად, პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს:
"აღსანიშნავია, რომ ამნისტიის პროექტით სიახლის სახით არის გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა რაოდენობას, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს", - ამბობს ოცნების დეპუტატი.
ცნობილი ხდება, რომ ამნისტია არ შეეხება:
გარდა ამისა, იონათამიშვილი თქმით, ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება, დაახლოებით, 7 000 პირს.
დეპუტატმა კანონის მიღების ვადებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი პირველი მოსმენით მიღება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.