ქარტია: ვგმობთ ქორიძეზე ჯგუფურ თავდასხმას, შსს-ს დამნაშავეების დასჯისკენ მოვუწოდებთ

ქარტია: ვგმობთ ქორიძეზე ჯგუფურ თავდასხმას, შსს-ს დამნაშავეების დასჯისკენ მოვუწოდებთ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე ჯგუფურ თავდასხმას.

ქარტია შსს-ს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს.

გვიან ღამით ბათუმში, სასატუმრო შერატონში თავს დაესხნენ ჟურნალისტსა და მედიაექსპერტს, ზვიად ქორიძეს. ქორიძე ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.

მისი ქორიძის თქმით, თავს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიტო სამხარაძე სხვა პირებთან ერთად დაესხათ.

სასტუმროში ასევე თავს დაესხნენ გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას. ექიმის თქმით, მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს.