კვლევა: რა ფაქტორები უშლიან ხელს საქართველოში მეტად თავისუფალი არჩევნების ჩატარებას

კვლევა: რა ფაქტორები უშლიან ხელს საქართველოში მეტად თავისუფალი არჩევნების ჩატარებას

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 54% ფიქრობს, რომ საქართველოში უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებას ამომრჩევლის მოსყიდვა უშლის ხელს.

კითხვაზე, საქართველოში უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებას რა ფაქტორები უშლიან ხელს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ამომრჩეველთა მოსყიდვა - 54%
  • კრიმინალების ჩართულობა - 35%
  • სუსის მიერ ამომრჩევლის დაშინება - 30%
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - 28%
  • არათანაბარი გარემო კამპანიის ჩასატარებლად - 27%
  • ცესკოს დამოუკიდებლობა - 26%
  • მედიის კონტროლი - 25%
  • დამოუკიდებელი დამკვირვებლების რაოდენობა - 20%
  • არცერთი - 22%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.