კვლევა: 82.1% მდგომარეობას კრიზისად მიიჩნევს, 78%-მდე პასუხისმგებლობას ოცნებას აკისრებს

კვლევა: 82.1% მდგომარეობას კრიზისად მიიჩნევს, 78%-მდე პასუხისმგებლობას ოცნებას აკისრებს

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევას აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულების 82.1% ქვეყანაში დღესდღეობით შექმნილ მდგომარეობას პოლიტიკურ კრიზისად მიიჩნევს, ხოლო 78%-მდე პოლიტიკურ კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.

ასევე, კვლევის თანახმად, რესპონდენტების უმრავლესობა (62%-მდე) ქვეყნის არასწორი მიმართულებით სვლაზე მიუთითებს.

რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA). საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2000 რესპონდენტი. გამოკითხულია საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა. ცდომილებაა +- 2.2%, 95%-იანი სანდოობით.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს.