კვარაცხელია: ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით

უბედნიერესი ვარ, ასეთი გახარებული, ალბათ, არ ვყოფილვარ არასდროს. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრია ბედნიერი. ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით. გაჩერებას არ ვაპირებთ. რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველასთან ვითამაშოთ.

საოცარი გულშემატკივრობა იყო. ეს მუხტი გამოგვყვა თამაშზე და ალბათ, ყველამ ნახეთ, მაქსიმუმი ჩავდეთ თითოეულმა ფეხბურთელმა.

თქვა საქართველოს ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მედიასთან ისტორიული მატჩის დასრულების შემდეგ.

საქართველომ პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.