კულება დასავლეთს უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემისკენ მოუწოდებს

კულება დასავლეთს უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლეთს უკრაინისთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემების Patriot-ების გადაცემისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"თუ ჩვენს ქვეყანას საკმარისი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები ექნება, ჩვენ შევძლებთ დავიცვათ არამხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, არამედ ჩვენი ეკონომიკა განადგურებისგან", - აღნიშნა მან.

მანამდე, კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა დათმობაზე არასდროს წავა და იარაღის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, საკუთარ ტერიტორიას უკრაინელი ხალხი ნიჩბებითაც დაიცავს.