კუბაში მთავარი ელექტროსადგური გაითიშა, ქვეყნის მასშტაბით ელექტრომომარაგება შეწყდა

კუბაში მთავარი ელექტროსადგური გაითიშა, ქვეყნის მასშტაბით ელექტრომომარაგება შეწყდა

კუბაში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა მას შემდეგ, მთავარი ელექტროსადგური მწყობრიდან გამოვიდა და 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტროქსელზე პრობლემა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაფიქსირდა. ოფიციალურმა პირებმა არ იციან, რა დროს დასჭირდება ელექტრომომარაგების აღდგენას.

კუბაზე უკვე რამდენიმე თვეა ელექტრომომარაგების პრობლემაა, რის გამოც პრემიერმინისტრმა "ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.

პარასკევს კი მატანსასში ელექტროსადგური Antonio Guiteras მწყობრიდან გამოვიდა. როგორც პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელ ბერმუდესმა თქვა, აღნიშნული სიტუაცია მისი "აბსოლუტური პრიორიტეტია".

"არ მოვისვენებთ, სანამ ელექტრომომარაგება არ აღდგება", - დაწერა მან X-ზე.

ენერგეტიკის სამინისტროს ელექტრომომარაგების ხელმძღვანელმა, ლაზარა გუერამ თქვა, რომ ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი ადრეულ ეტაპზეა.