
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, ტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა ТАСС ავრცელებს.
მანამდე, Axios-ი წერდა, რომ უიტკოფი რუსეთში ვლადიმირ პუტინის სანახავად მიემგზავრებოდა.
Flightradar-ის ცნობით, ამერიკელი ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგში მოსკოვის დროით დაახლოებით 10:00 საათზე დაეშვა.