კრემერი: ოცნებას ეშინია თავისუფალი მედიის, რადგან მათ გადარჩენა მხოლოდ სიბნელეში შეუძლიათ

მასმედიის თავისუფლება არ გახლავთ ფუფუნება, ეს არის დემოკრატიული საჭიროება. ამას ემალება ავტოკრატია და ამის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ ციხეში ჩასვა მზია ამაღლობელი. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, 400 საქართველოს მოქალაქე პატიმრობაშია, ისინი ნაწამები არიან.

მმართველ პარტია ქართულ ოცნებას ეშინია თავისუფალი მედიის ისე, როგორც ვამპირს ეშინია შუქის, რადგან მათ შეუძლიათ მხოლოდ სიბნელეში გადარჩნენ. ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს ეშინია მზის შუქზე გამოსვლა, რადგან ხალხის ეშინია და ვერ გამოდის პუტინის რეჟიმის ჩრდილიდან, რადგან საქართველო არასდროს იცხოვრებს ისე, როგორც რუსეთი.

თავისუფალი საზოგადოება არის ყველაზე ძლიერი იარაღი ტირანიის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოვიდეს ჩრდილიდან, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და მისცეს საშუალება მოსახლეობას, თავისი მომავალი თავისუფლად აირჩიოს, სინათლის შუქზე.

თქვა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მზია ამაღლობელის პატიმრობასა და საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობას განიხილავენ. [სინქრონული თარგმანი]