კრამონი: ზურაბიშვილმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ერთი ნაბიჯით ახლოს EU-სთან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირის კანდიდატობასთან, კიდევ რამდენიმეა წინ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.

ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა.