კრამონი: როცა ყველა ცდილობს, ჩინეთისგან დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო სხვა გზით მიდის

მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის. რუსეთის დახმარება სანქციებიდან გვერდის ავლაში, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ჩინეთთან - ეს ყველაფერი ევროპისკენ სწორ სვლას ჰგავს. (ირონიულად)

წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაფორმდა. საქართველოს მთავრობამ პარტნიორობის დამყარებაზე განცხადება დღეს გაავრცელა.