კრამერი: ოცნების წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც აუარესებს სიტუაციას

სამწუხაროდ, ჩვენ შევეჩვიეთ პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების სხვა ოფიციალური წარმომადგენლებისგან ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომელიც არ ეხმარება არანაირად სიტუაციას. ასეთი განცხადებები გავიგეთ რობინ დანიგანის მიმართაც და მუდმივად იზრდება მსგავსი ტენდენცია. ქართული ოცნების წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც აუარესებს არსებულ სიტუაციას.

ეს საფრთხეს არ უქმნის მხოლოდ აშშ-სთან ურთიერთობას, ეს ასევე ხაზს უსვამს მთავრობის ქმედებას, კონკრეტულად ირაკლი კობახიძის თუ პარლამენტის ან სხვა ოფიციალური წარმომადგენლების ქმედებას როგორც ჩვენ ვიხილეთ გასულ კვირას. ეს სხვადასხვა მიმართულებებით წარმოქმნის პრობლემებს, მაგალითად როგორიცაა LGBTQ თემის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირება, ასევე საუბარი იყო რუსეთისათვის ბოდიშის მოხდაზე, რუსეთის მიერ ინიცირებული თავდასხმის გამო და ძალიან გრძელი სიაა მსგავსი განცხადებებისა.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

[სინქრონული თარგმანი]