კრამერი: ოცნებაში ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ სანქციები არ შეეხებათ

მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაგონ, რომ ეს სანქციები არ არის საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ის გახლავთ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ გამოყენებული, რომლებსაც ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ პრობლემებზე, რომელიც სერიოზულად დგას თქვენი ქვეყნის წინაშე.

ვთვლი, რომ სხვა ოფიციალური პირები საქართველოს ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებაში ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ ფიქრობენ, რომ მათ სანქციები არ შეეხებათ. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი, რომელიც აშშ-მა გადადგა ამ მიმართულებით. ამას შეიძლება დამატებითი სანქციები მოჰყვეს. მე აღარ ვლაპარაკობ აშშ-ის მთავრობის სახელით, არ ვარ ოფიციალური პირი შეერთებული შტატების, მაგრამ ეს გახლავთ ჩემი შეფასება მიმდინარე სიტუაციისა.

[სინქრონული თარგმანი]

განაცხადა ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა.