დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რუსი ოკუპანტების მიერ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მაშველებმა 29 ივნისს ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია.
მათივე ცნობით, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის ასევე არიან ბავშვები. სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას 11 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში სამშაბათს მიიტანეს. ოკუპანტებმა კვების ობიექტი დაბომბეს.