
გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის დასრულებას. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისა და რეგიონის გახსნისკენ.
ახლა მოგიწოდებთ, წინ წახვიდეთ სამშვიდობო შეთანხმების სწრაფი ხელმოწერით. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა შემდგომ ნაბიჯს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.
წერს X-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა.