სანქციები [როგორც წესი] მიიღება იმ ქვეყნების ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ცნობილნი არიან კორუფციით და ვისაც დაძაბული ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. ეს მოულოდნელი სანქცია ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიული კლებისა და იმ რეფორმების უკუსვლის მასშტაბს, რომლებმაც კორუფცია შეამცირა. ამ გაუარესებამ საქართველო ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა და ჩააყენა პოზიციაში, როცა ქვეყანა შეიძლება უფრო მოწყვლადი იყოს მტაცებელი სახელმწიფოების წნეხის მიმართ
განაცხადა ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში და რენდის კორპორაციის მკვლევარმა უილიამ კორტნიმ ამერიკის ხმასთან საუბარში. 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.