კორტნი: საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხედ - გადამწყვეტი იქნება არჩევნები

"აგენტების" კანონმა გამოიწვია უზარმაზარი საზოგადოებრივი პროტესტი. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ებღაუჭება თავის ხელისუფლებას. გადამწყვეტი იქნება საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში. ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობა არსებობდა 30 წლის განმავლობაში, ამჟამად ამას ძირი გამოეთხრება, ურთიერთობები გაუარესდება, თუ მოხდება მანიპულაციები 2024 წლის 26 წლის არჩევნებზე. თუ მოხდება კანდიდატების დისკვალიფიკაცია. [...]

საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე. ეს [კანონი] მოახდენს საქართველოს მომავალზე ზეგავლენას. უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს არ უნდა წაერთვას დემოკრატიული მომავალი და დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს შეფერხება, რომ ქვეყანას მხარი დაუჭიროს ამაში.

ამბობს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი. აშშ-ის კონგრესში საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა მიმდინარეობს.