ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, MEGOBARI ACT-ი, რომელსაც სენატში უახლოეს დღეებში განიხილავენ, ქვეყანას ჰპირდება 14-მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და უვიზო მიმოსვლას აშშ-თან.
კორძაია ამბობს, რომ ეს აქტი არის ორპარტიული შეთანხმება დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის.
"დაფიქრების საგანია ის, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც აშშ-ია, ძალიან ხშირად ნახულობს დროს, იმსჯელოს ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა. უახლოეს დღეებში სენატში არის დაგეგმილი განხილვა, სადაც რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთობლივად იმსჯელებენ საქართველოში არსებულ დემოკრატიის კრიზისზე და სწორედ "მეგობარი აქტი", რომელიც გვპირდება ამ 14-მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და გვპირდება უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, არის ორპარტიული შეთანხმება: ორივე პარტიის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ თუ საქართველოში საქართველოს მოქალაქეების არჩევანი გაიმარჯვებს, მათ ექნებათ ეს 14-მილიარდიანი დახმარება, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქეების ნებას ეს ხელისუფლება არ აღიარებს, მაშინ, რა თქმა უნდა, სანქციები იქნება ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ეს აქამდე იყო", - აცხადებს თამარ კორძაია.