ისეთი მნიშვნელობის საკითხი, როგორსაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს, ჯერ არ განუხილავს თავისი არსებობის განმავლობაში. დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვიტავს, მოვხვდებით თუ არა ისეთი სახელმწიფოების სიაში, როგორებიცაა რუსეთი, ბელორუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, უგანდა, კამბოჯა, ჩინეთი, უნგრეთი - თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს ამ რუსული კანონის მოქმედებას, ჩვენ ასეთი ქვეყნების სიაში აღმოვჩნდებით.
ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობებს და მე მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლეები არ გაიმეტებენ თავიანთ სამშობლოს, რათა ის გახდეს ერთ-ერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა.
თქვა საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თამარ კორძაიამ, რომელიც სხდომაზე დეპუტატებს წარმოადგენს. საკონსტიტუციოში რუსული კანონის ამოქმედების შეჩერების საკითხის განხილვა 11:00 საათზე დაიწყება.