კოფი: ბუქარესტის შემდეგ გაწეული მძიმე შრომა რუსული კანონის წყალობით წყალში ჩაიყარა

კოფი: ბუქარესტის შემდეგ გაწეული მძიმე შრომა რუსული კანონის წყალობით წყალში ჩაიყარა
ლუკ კოფი 11.07.24 11:46

NATO-ს დეკლარაციიდან საქართველოს NATO-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ამოღებულია. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა "რუსული კანონის" წყალობით წყალში ჩაიყარა. ეს იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა

წერს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი X-ზე.

***

ვაშინგტონში გამართული NATO-ს სამიტი დასრულდა, რის შემდეგაც დეკლარაცია გამოქვეყნდა.

საქართველო დეკლარაციაში, წინა წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და წერია, რომ "ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან", რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული".