კონკურსი კონკურსისთვის - სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციისთვის შოთაძის შემცვლელის შესარჩევად მიმდინარე გასაუბრება ფარსია. წინასწარ არსებობს მოლოდინი, რომ გენერალური პროკურორის პოსტს მოქმედი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი დაიკავებს. მას საპროკურორო საბჭოში სავარაუდოდ ხვალ მოუსმენენ. გაბიტაშვილი ფარცხალაძესთან დაახლოებულ კადრად აღიქმება, სარგებლობს ოცნების სიმპათიით. დღეს გასაუბრება სისტემაში მომუშავე ორ კანდიდატთან შედგა. ქეთი ნადიბაიძე გვეტყვის, როგორ ჩაიარა გასაუბრების პირველმა დღემ?