
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტს ახალი თანასპონსორი, ჯიმი პანეტა შეემატა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა.
რაუფოღლუს ცნობით, ჯიმი პანეტა ქართული ოცნების რეჟიმს ეწინააღმდეგება და სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციას აღიარებს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე.
ამჟამად, ქართული კოშმარის არაღიარების აქტს 6 თანასპონსორი ჰყავს: სტივ კოენი, მაიკლ ტერნერი, ლოიდ დოგეტი, მაიკლ ლაულერი, ემანუელ ქლივერი და ჯიმი პანეტა.