კომპანია ერ ტე დე-მ, რომელსაც წერეთლის გამზირზე სამუშოების უხარისხოდ შესრულების გამო თბილისის მერიამ კონტრაქტი შეუწყვიტა, 18 იანვარს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერი მოიგო.
სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღნიშნულ კომპანიას 14 899 999 ლარის კონტრაქტი გაუფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის დაახლოებით 11 კმ-ს მშენებლობა დაევალა.
მერიასა და კომპანიას შორის კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ცნობილი 16 იანვარს გახდა.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და ნათქვამია, რომ "დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის".
ამასთან, მერიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წერილებით ირკვევა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ".