კოლომინა: არის შეშფოთება იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც მთავრობამ ბოლო თვეებში მიიღო

2 დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან აქ, ვაშინგტონში და მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ აბსოლუტურად ერთგულნი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რისი სურვილიც, თქვენმა ხალხმა, ნათლად დაადასტურა ბოლო თვეების განმავლობაში. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ დაჩქარდეს რეფორმები და შეცვალოს კურსი უცხოური აგენტის გავლენის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ განაგრძოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულების დემონსტრირება. არის შეშფოთება იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო და ჩვენ ამის შესახებ საჯაროდ ვუთხარით საქართველოს ხელისუფლებას. მე რამდენიმე ტვიტით გამოვეხმაურე კიდეც უცხოური გავლენის შესახებ კანონის დამტკიცებას. ეს კანონი და პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც საქართველოშია არ არის კარგი.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველომ უნდა დააჩქაროს რეფორმები, ბევრი სამუშაოები უნდა გასწიოთ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. მივიღე ამის შესახებ დაპირება თქვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან

განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ფორმულას ვაშინგტონის ბიუროსთან საუბარში. შესაბამისი განცხდება კოლომინამ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შემდეგ გააკეთა.