გირჩი - მეტი თავისუფლებას წევრი, ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ მას სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დახვდნენ და ცემას ეცადნენ.
როგორც კობერიძე სოციალურ ქსელში წერს, უცნობი პირები ელექტრო შოკებით იყვნენ.
"სახლთან ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტრო შოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში. დიტო სამხარაძე კონკრეტულად მე გპირდები რომ ცუდად დაამთავრებ", - წერს კობერიძე და ვიდეოს ავრცელებს.