კობახიძეს თსუ-ში სტუდენტებმა რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს

კობახიძეს თსუ-ში სტუდენტებმა რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს

ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს. სტუდენტებმა პროტესტი მაშინ გამოხატეს, როცა კობახიძე უნივერსიტეტის შენობას ტოვებდა.

კობახიძის მიმართ პროტესტი სტუდენტებს აქამდეც დაუფიქსირებიათ - მათ უნივერსიტეტში აქცია/პერფორმანსები მას შემდეგ მოაწყვეს, რაც პარლამენტში რუსული კანონის განხილვები დაიწყო. ირაკლი კობახიძე კანონპროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.

11 მარტს მათ აქცია გამართეს კობახიძის აუდიტორიასთან, თუმცა იმ დღეს მისი ლექცია არ ჩატარდა, რადგან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში მშვიდობიანი აქცია დაიგეგმა, სტუდენტებმა ლექციის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეს.