კობახიძე ზურაბიშვილზე: ფრენების აღდგენა დაუკავშირა ევროინტეგრაციას, სრული აბსურდია

თქვენ დაინახეთ, რომ პრეზიდენტი იყო ჩართული აქამდეც იმ კამპანიაში, რომელიც უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის. გახსოვთ მისი გამოსვლა განსაკუთრებით პარლამენტის კედლებში და პრაქტიკულად, მან გააგრძელა ეს კამპანია.

მან უკვე დაუკავშირა ფრენების აღდგენა, სანქციის მოხსნა რუსეთის მიერ მოქალაქეებისთვის სანქციის მოხსნა დაუკავშირა ევროინტეგრაციას, რაც არის სრული აბსურდი. ამით ის კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არსებითად კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არავითარი ლოგიკა ამ განცხადებაში არ არის.

განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. ასე გამოეხმაურა ის რუსეთის გადაწყვეტილებაზე სალომე ზურაბიშვილის შეფასებას. ზურაბიშვილმა სავიზო რეჟიმის გაუქმებას მიუღებელი უწოდა და ხელისუფლებას მოუწოდა, ხალხის ძალის ნაცვლად, ხალხის ხმას მოუსმინოს.