ნუ, არ ვიცი, აბსურდულია მისი ყველა განცხადება. სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, რაღა დარჩა, კვირა ნახევარი დარჩა თანამდებობაზე. შესაბამისად, არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს. მე ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე. ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი სკამის მიმართ, როგორიც აქვს სალომე ზურაბიშვილს, მართლა პირველად ვნახე. ვერ ელევა საკუთარ თანამდებობას და შესაბამისად, აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა, შესაბამისად, კადრულობს უკადრებელს, ეს არის რეალური შეფასება. დანარჩენი საინტერესო აღარ არის.
ასე უპასუხა დე ფაქტო პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხებოდა.