კობახიძე: ზალკალიანზე სხვადასხვა მხრიდან ძალიან მძიმე და სერიოზული ზეწოლა იყო

ბატონმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. მე მას ვესაუბრე. ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს - მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც სხვადასხვა მხრიდან ძალიან მძიმე, სერიოზული ზეწოლა იყო. აქ ნაცების ზეწოლა არ იგულისხმება. სამწუხაროა, რომ მან პოსტი დატოვა, თუმცა, ეს მისი არჩევანი იყო და მე ამას პატივს ვცემ.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომასთან დაკავშირებით.

***

გუშინ, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.

ასევე, თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ.