კობახიძე: ვიცით, რატომ იცვალა ზურაბიშვილმა ფერი - ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს

სალომე ზურაბიშვილი დგას იქ, სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იცვალა მან ფერი, თუმცა მოვერიდებით ამაზე საუბარს, მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს, აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვერიდებით რაღაცების თქმას.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს დაიწყო, როცა ქართული პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა".