![თბილისში, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/568b1fb6-a826-470e-8dca-1e1c8a751e00.jpeg)
შარშან მივიღეთ ამერიკული FARA-ს რბილი ვერსია, ამ კანონსაც პატივს არ სცემენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის, რაც განვითარდა ამერიკაში, ჩვენ მივიღეთ ამერიკული FARA-ს კოპირების გადაწყვეტილება. ერთი საინტერესო დეტალი დაერთო ამ ყველაფერს, აშშ-ში გაკეთდა განცხადებები FARA-ს შერბილების თაობაზე. ამას ემატება, რომ ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ განაცხადეს ოფიციალურად, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, რომ საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის.
ახლა, უცნაურად დაემთხვა ჩვენი გადაწყვეტილება აშშ-ში FARA-ს კანონის შერბილებას, აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი, ამას მომავალი გვიჩვენებს. გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის განკუთვნილი იმისთვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს ენჯეოების დაფინანსებით, უცხოური დაფინანსებით მორიგი რევოლუციის მოწყობა, მცდელობა.
თქვა არალეგიტიმურმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან.