კობახიძე: წინა დღეების განმავლობაში არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება

არც ერთი დღის განმავლობაში, წინა დღეების განმავლობაში და არც იმ დღეს, თუ არ ჩავთვლით უშუალოდ სტიქიის წუთებს, არ დაფიქსირებულა წყლის დონის არც მატება, არც კლება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო დასკვნის გამოტანის საფუძველი.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.